in

ფოტო, ვიდეო: ეს უნიკალური კონტრაქტია, მე კი უნიკალური ფეხბურთელი ვარ: ალ ნასრიმ რონალდო პომპეზურად წარადგინა

ვეგუებით ახალ რეალობას: კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის „ალ ნასრის“ მოთამაშეა. პორტუგალიელმა სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და ოფიციალური პრეზენტაციაც მოუწყვეს.

აეროპორტში რონალდოს, ჯორჯინას და ბავშვებს ყვავილებით დახვდნენ.

აი ასე იყო:

კრიშტიანო კმაყოფილი დარჩა.

პრეზენტაცია სტადიონ „მრსულ პარკზე“ გაიმართა. ბილეთები 15 რიალი ღირდა და შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

სტადიონი ახმაურდა, როდესაც ახლოს ორი მანქანა გამოჩნდა (თეთრი და შავი კადრს ქვემოთ).

კრიშტიანო მოვიდა.

15 წუთში ის მწვრთნელ რუდი გარსიასთან ერთად საკონფერენციო დარბაზში გამოჩნდა.

„ჯერჯერობით ყველაფერი შესანიშნავადაა. ამაყი ვარ, რომ მივიღე ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ფეხბურთსა და ჩემს ცხოვრებაში.
ევროპაში ჩემი სამუშაო დასრულებულია. მე მოვიგე ყველაფერი, ვითამაშე ყველაზე დიდ ევროპულ კლუბებში. ახლა ჩემ წინაშეა ახალი გამოწვევა აზიაში.
მოხარული ვარ, რომ „ალ ნასრმა“ ასეთი შესაძლებლობა მომცა არა მხოლოდ ფეხბურთის განვითარებისთვის, არამედ ახალი თაობისთვის და ასევე ქალებისთვის. ჩემთვის ეს გამოწვევაა, მაგრამ, ამავდროულად, ბედნიერი და ძალიან ამაყი ვარ.

არავინ იცის, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა: უამრავი ვარიანტი მქონდა ევროპაშ, ბრაზილიის, ავსტრალიის, აშშ-ს ბევრი კლუბი ცდილობდა ჩემს გაფორმებას, პორტუგალიაშიც კი, მაგრამ მე ამ გუნდს მივეცი სიტყვა.

სასიამოვნოა აქ ჩამოსვლა. მე ყველა რეკორდი დავამხე ევროპაში და მზად ვარ, იგივე გავაკეთო აქ. მე არ მაღელვებს, რას ამბობს ხალხი. ფეხბურთი ყველგან ვითარდება. ეს ჯერ არ არის ჩემი კარიერის დასასრული. ჩემი კონტრაქტი უნიკალურია, რადგან მე უნიკალური ფეხბურთელი ვარ“.

საათზე მეტი ლოდინის შემდეგ რონალდოს სტადიონზე გამოჩენაც ეღირსათ.

კრიშტიანომ მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და დაპირდა, რომ ძალას არ დაიშურებს „ალ ნასრისთვის“.

ამის შემდეგ რონალდომ ახალგაზრდულ გუნდებთან ფოტო გადაიღო.

ესენიც მნიშვნელოვანი სტუმრები არიან.

ასე ჩაიარა კრიშტიანოს პირველმა დღემ კლუბში. ერ-რიადში საღამო კაშკაშა გამოვიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ლობჟანიძის პირველი გოლი და კაპიტან ქვილითაიას შეტევით მოგებული თამაში

(ვიდეო): დანა უაითმა და მეუღლემ ერთმანეთს დასცხეს