საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენები შთამბეჭდავი შედეგის შემდეგ საქართველოში დაბრუნდნენ. ქართველი ძიუდოისტების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში გამთენიისას, 00:40 საათზე დაეშვა. ქართველ ძიუდოისტებს აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. ჩემპიონებს და პრიზიორებს დახვდა დედაქალაქის მერი კახი კალაძეც.
“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ვერ ვიფიქრებდი ამდენი ხალხი თუ დამხვდებოდა. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. ვეცდები ქართველი ხალხი კიდევ ბევრჯერ გავაბედნიერო”, – თქვა ლაშა ბექაურმა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ოლიმპიადა 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედლით დაასრულა. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა. ვერცხლის მედლებს კი ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი დაეუფლნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings