in

ფიფას The Best პრიზებს არგენტინელები წაიღებენ: გამარჯვებულების ვინაობამ გაჟონა

დღეს პარიზში ფიფას The Best ჯილდოების დარიგების ცერემონია გაიმართება.

ფიფამ 2022 წლის საუკეთესოებს 9 ნომინაციაში გამოავლენს.

ასევე ჯილდოებს გადაცემენ კატეგორიაში „წლის საუკეთესო ფანები“, ფეირ-პლეის პრიზს, დაასახელებენ წლის სიმბოლურ ნაკრებებს.

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ კი გამოაჭენა თუ ვინ მიიღებს პრიზებს.

საუკეთესო ფეხბურთელი გახდება პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლეო მესი.

საუკეთესო მეკარის ჯილდოს მისი თანამემამულე ემილიანო მარტინესი წაიღებს („ასტონ ვილა“).

საუკეთესოს მწვრთნელიც არგენტინელი გახდება – ლიონელ სკალონი, რომელმაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონობამდე მიიყვანა.

ღონისძიება თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო, ფოტო: ფანებმა მოედანი სათამაშოებით გაავსეს – საჩუქრებს მიწისძვრისგან დაზარალებულ ბავშვებს გაუგზავნიან

The Best მესია: ფიფამ წლის ჯილდოები ჩამოარიგა