ფიფამ The Best-ის ჯილდოზე სხვადასხვა კატეგორიაში წლის საუკეთესოების პრეტენდენტები დაასახელა.
საუკეთესო მეკარის ჯილდოს კანდიდატები არიან:
ანდრეი ლუნინი (რეალი), დავიდ რაია (არსენალი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), მაიკ მენიანი (მილანი), უნაი სიმონი (ატლეტიკი).
წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის იბრძვიან:
კარლო ანჩელოტი (რეალი), ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები), ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები), პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი), ჩაბი ალონსო (ბაიერ ლევერკუზენი).
2024 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში 11 ფეხბურთელი მოხვდა:
ჯუდ ბელინგემი, დანი კარვახალი, კილიან მბაპე, ფედერიკო ვალვერდე, ვინისიუსი (ყველა რეალი), ერლინგ ჰოლანდი, როდრი (ორივე მანჩესტერ სიტი), ტონი კროოსი (კარიერა დაასრულა), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ფლორიან ვირტცი (ბაიერ ლევერკუზენი), ლამინ იამალი (ბარსელონა).
მხედველობაში მიიღება 2023 წლის 21 აგვისტოდან 2024 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში თამაში.
ხმის მიცემა ფიფას ვებგვერდზე 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
GIPHY App Key not set. Please check settings