in

ფიფამ გამოკითხვა ჩაატარა: უნდა თუ არა ხალხს მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში

ფიფამ მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის რეგულარულობასთან დაკავშირებით. ეს ეხება როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა ჩემპიონატებს.

პასუხები აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით ფიქსირდებოდა, რესპოდენტი 77 ათასი ადამიანი გამოვიდა. მათ ეკითხებოდნენ, უყურებდნენ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს უფრო ხშირად, მაგალითად, ყოველ ორ წელიწადში იმ პირობით, რომ ფეხბურთელებზე დატვირთვა არ გაიზრდებოდა.

იმ 30 390 ადამიანიდან, რომლებმაც ფეხბურთი საყვარელ სახეობად დაასახელეს, 63.7%-ს სურს უფრო ხშირად უყურონ მსოფლიო ჩემპიონატს, 23.3%-მა უპასუხა „შესაძლოა“. 11% წინააღმდეგი გამოვიდა, ხოლო 2%-მა აზრი ვერ დააფიქსირა.
საინტერესოა, რომ ქალთა შორის უფრო ხშირ ჩემპიონატებს 52.4%-მა დაუჭირა მხარი.

მუნდიალის უფრო ხშირად ჩატარების მომხრეა 25-34 წლამდე ასაკის რესპოდენტები, 55-დან უფროსი ასაკის ხალხი კი უფრო ნეგატიურადაა განწყობილი ყველა სხვა შესაძლო ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით.

მსოფლიო ჩემპიონატის უფრო ხშირად ჩატარება სურთ ევროპელების 48%-ს, აფრიკელების 76%-მა დაუჭირა მხარი, აზიიდან მომხრეა 54%, 53%-ს წარმოადგენს ჩრდილოეთ, ცენტრალური და კარიბის აუზის ქვეყნები.

ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა ამ იდეამ ინგლისში ჰპოვა (53% – წინააღმდეგი). ასევე წინააღმდეგია გერმანია (50%) და საფრანგეთი (42%). იდეა ყველაზე მეტად მოსწონთ თურქეთში (87% – მომხრე), ინდოეთსა (85%) და სამხრეთ აფრიკაში (75%).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას ინგლისი ისევ გააქტიურდა: კვარაცხელია პრემიერლიგის გუნდებს სურთ

კვეკვესკირის და კაკაბაძის ბრწყინვალე გოლები პოლონეთში: მიქელთაძემაც მაგარი შეაგდო