in

ფიბა ქართველების დასჯას აპირებს: სანაძის გარდა ბითაძე და შენგელიაც, პლუს ფედერაცია

ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტი თურმე თბილისში არ ამოწურულა. მომხდარი ფიბამ გამოიძია და არ არის გამორიცხული სანქციებიც ჩამოარიგოს. საქმე ბუნებრივია ეხება დუდა სანაძისა და ფურქან ქორქმაზს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

სანქციები შესაძლოა გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელიასა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციასაც შეეხოს.

ფიბამ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

“ფიბამ ინციდენტის გამოძიება 5 სექტემბერს დაიწყო. საქმის მასალების განხილვის შემდეგ, არასპორტული საქციელის გამო, დისციპლინური სამართალწარმოება გოგა ბითაძის, დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიას, ფურკან ქორქმაზისა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციების მიმართ დაიწყო”.

ფიბა მხარეებს მოუწოდებს საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი ხვიჩასია

კონფერენს ლიგა: ჩავკეტაძე და კაშია ძირითადში, წიტაიშვილი კვლავ თადარიგში