in ,

ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდი ხვიჩასია

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩიც ითამაშა და როგორც ირკვევა რეკორდი დაუმყარებია.

„გლაზგო რეინჯერსთან“ მეორე ტურის მატჩში ქართველმა შემტევმა კარში 8-ჯერ დაარტყა, რაც ამ სეზონის ლიგაზე საუკეთესო მაჩვენებელი ყოფილა. ეს Opta-ს ინფორმაციაა, რომელიც ცნობილია სტატისტიკების თვლით.

შეგახსენებთ, ხვიჩა ძირითადში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს. სწორედ კვარაცხელიამ მოიპოვა პენალტის უფლება, როდესაც მისი დარტყმული ხელით მცველმა მოიგერია. „ნაპოლიმ“ კი საბოლოოდ 3:0 მოიგო.

გარდა ამისა, კვარაცხელია საუკეთესო გახდა მეტოქის საჯარიმოში ბურთთან შეხებით და თან 16-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო.

კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში ჯამში 8 მატჩი ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მისცა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილი დაბრუნდა! ქართველების მწირი დღე ევროპა ლიგაზე

ფიბა ქართველების დასჯას აპირებს: სანაძის გარდა ბითაძე და შენგელიაც, პლუს ფედერაცია