in

ფეხბურთს სამშობლოში აბრუნებენ: ირლანდიას და ბრიტანეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონმა შესაძლოა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს, ოღონდ არა მარტო, არამედ ირლანდიასთან ერთად.

„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ 2030 წელს ფეხბურთი შინ დავაბრუნოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მართლაც შესაფერისი ადგილია. ეს არის ფეხბურთის სამშობლო და ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ეს მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვისაც საუკეთესო შესაძლებლობა იქნება“, – უთხრა ჯონსონმა გამოცემას The Sun.

ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 1966 წელს უმასპინძლა და მაშინ ეროვნული გუნდი ტურნირის გამარჯვებული გახდა. 1996 წელს კი ინგლისმა ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იდეიდან 4 მილიარდამდე: 2 მარტს ჩემპიონთა თასის ჩატარება გადაწყდა

დაუმარცხებელი ჭიკაძე ოქტაგონს 2 მაისს დაუბრუნდება