in

ფეხბურთი და კრიმინალი: ჯეიმსს მედლები მოპარეს, ბოატენგი იქით ჩივის, ბისაკას სასამართლო ელოდება

„ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების მცველის რის ჯეიმსის სახლი გაქურდეს, როდესაც ის და მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდნენ „ზენიტთან“.
სხვადასხვა ნივთებთან ერთად წაღებულია: ჩემპიონთა ლიგაზე მოგებული მედალი, უეფას სუპერთასის მედალი და ევრო 2020-ზე მოგებული მედალი მეორე ადგილისთვის.
შეჭრისას სახლში არავინ არ იმყოფებოდა.


„ლიონის“ მცველმა ჯერომ ბოატენგმა აპელაცია შეიტანა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად მას 1.8 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა თავისი შვილების დედაზე თავდასხმის გამო.
ბოატენგი ბრალს არ აღიარებს.


„მანჩესტერის“ მცველი აარონ უან-ბისაკა დეკემბერში სასამართლოს წინაშე წარდგება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო. 23 წლის ფეხბურთლმა თავი დამნაშავედ სცნო ავტომობილის მართვის მოწმობისა და დაზღვევის გარეშე მართვაში.


ამასობაში მანჩესტერის პოლიციამ დახურა გამოძიება „იუნაიტედის“ ფეხბურთელების ანტონი მარსიალისა და აქსელ ტუანზებეს (ამჟამად იჯარით „ასტონ ვილაშია“) წინააღმდეგ რასისტული შეურაცხყოფის ფაქტზე.
ზოგიერთი გულშემატკივარი მათ სოცქსელებში რასისტულ შეტყობინებებს უგზავნიდა. პოლიციამ გამოძიება ჩაატარა, მაგრამ არანაირი სასჯელი არ დაუდგენია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაჩანა არაბული ბერძნულ ლამიაში დაბრუნდა

რონალდომ დილაობით ცხვრების ბღავილის გამო სახლი შეიცვალა