რანდალ კოლო-მუანი კოლეგებმა ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.
გამოკითხვა „კიკერმა“ მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა 252-მა ფეხბურთელმა მიიღო. „აინტრახტის“ ფრანგმა თავდამსხმელმა ხმების 24.2% მიიღო. მეორე გახდა დორტმუნდის „ბორუსიას“ ჯუდ ბელინგემი (17.5%), რომელიც უკვე მადრიდის „რეალშია“. მესამეზე გავიდა „ვერდერის“ ნიკლას ფულკრუგი (11,9%).
საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ურს ფიშერი „უნიონიდან“ – 21,8%. ლევერკუზენის „ბაიერის“ დამრიგებელი ჩაბი ალონსიო 21%-ით მეორეზე გავიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings