in ,

მეორე ბუნდესლიგამ დასწრებით ბუნდესლიგას აჯობა

მეორე ბუნდესლიგამ პირველად აჯობა უმაღლეს ლიგას დასწრების მხრივ.

“კიკერი” ამბობს, რომ მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურს საერთო ჯამში 284 643 მაყურებელი დაესწრო. ყველაზე დიდი აუდიტორია შეკრიბა “შალკესა” და “ვეენის” შეხვედრამ (1:0) – 60 542 გულშემატკივარი.

ბუნდესლიგის წინა ტურში კი ანალოგიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 261 099 მაყურებელი. ყველაზე კარგი დასწრება დაფიქსირდა “კიოლნისა” და “ვერდერის” შეხვედრაში – 50 ათასი.

გერმანიის უმაღლესი დივიზიონის მატჩებზე საშუალო დასწრება შეადგენს 39 068 მაყურებელს, ხოლო მეორე ლიგაში – 28 358 მაყურებელს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დააწინაურეს: ტაჯიკეთის ახალი მწვრთნელი გელა შეყილაძეა

ბესტი ბესტია: საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელები