in

ფაქტი: პირველი მეჩირაღდნე და პირველი გუნდი მსოფლიოზე

პირველი საქართველოდან, რომელსაც წილად ხვდა პატივი სტადიონზე, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე შეეტანა ოლიმპიური ჩირაღდანი, გახლდათ ვიქტორ სანეევი (1980 წ – მოსკოვი).

საქართველოდან მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებში 14 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ლელო ცხენზე უძველესი ქართული ცხენოსნური თამაშია. ტარდებოდა საერო და საეკლესიო დღესასწაულების დროს. ერთმანეთს ეჯიბრებოდა ცხენოსანთა ორი გუნდი. ინიშნებოდა თამაშის ადგილი და მანძილი, ხშირად ერთი სოფლიდან მეორემდე. მოთამაშენი ცდილობდნენ მოწინააღმდეგეებისთვის ბურთის წართმევას. გამარჯვებულად ითვლებოდა ის გუნდი, რომლის წევრიც ბურთს მეტოქის მაყაში (კარში) შეაგდებდა და ცხენით თვითონაც შიგ გაივლიდა.

საქართველოდან პირველმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული რაგბიში დავით ზირაქიშვილმა მოიპოვა.

თბილისის სპორტის სასახლეს 2001 წელს ლეგენდარული ფალავნის გივი კარტოზიას სახელი მიენიჭა.

1980 წლის 20 მაისს სსრ კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ვიტალი დარასელია და რამაზ შენგელია გახდნენ ევროპის ჩემპიონები იუნორთა შორის.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თბილისის ”დინამოს” რიგებში 1500-ე გოლი გიორგი გავაშელმა გაიტანა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიდან ყველაზე მეტი გოლი საერთაშორისო შეხვედრებში გატანილი აქვს შოთა არველაძეს.

პირველი ეროვნული გუნდი ქართული სპორტის ისტორიაში, რომელმაც სათამაშო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა, იყო მორაგბეთა ნაკრები.

ფაქტი: პირველი მატჩი, პირველი რეკორდი და ეროსის პრინციპულობა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილს კონკურენტი გამოაკლდება? სილესენი იყიდება, გიორგის გამოსყიდვას ჩქარობენ

ვიდეო: Ciao კალა – მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები არჩევნების წინ კახას ამხნევებენ