in , ,

ფაქტი: ვინ გაიტანა ყველაზე სწრაფად, რომელი ფინალი მეორდება, რას უწოდებენ ჩემპიონთა თასს და სხვა ფაქტები ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთელების გეოგრაფია საკმაოდ ფართოა. მის მატჩებში 124 ეროვნების ფეხბურთელს აქვს ნათამაშები.

„ჩელსი“ ერთადერთი გუნდია, რომელიც ჯგუფური ეტაპიდან გავარდა მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს 2012/13 წლების სეზონში მოხდა.

ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე სწრაფი გოლი 10.12 წამში გავიდა. ავტორია „ბაიერნის“ ჰოლანდიელი როი მაკაი.

სერ ალექს ფერგიუსონი – ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩის მწვრთნელია და მისი თამაშების რაოდენობამ 190-ს მიაღწია.

ჩემპიონთა ლიგის თასი გარდამავალი ჯილდოა. გუნდი, რომელიც ტურნირს 5-ჯერ მოიგებს ან ზედიზედ 3-ჯერ, აქვს უფლება სამუდამოდ დაიტოვოს თასი. ერთადერთი გუნდი, რომელსაც ორი ჩემპიონთა თასი აქვს, მადრიდის „რეალია“.

თავისი ფორმის გამო ჩემპიონთა თასს „დიდ ყურებს“ უწოდებენ.

ყველაზე მეტი მაყურებელი ფინალზე 1960 წელს დაფიქსირდა. მაშინ ფინალში „რეალმა“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ 7:3 დაამარცხა. თამაშს 125621 ადამიანი დაესწრო.

13 ესპანურ გუნდს მიუღია მონაწილეობა თუნდაც ერთ გათამაშებაში: ატლეტიკი, ატლეტიკო, ბარსელონა, ბეტისი, ვალენსია, ვილიარეალი, დეპორტივო, მალაგა, მალიორკა, რეალი, სოსიედადი, სევილია, სელტა.

დონეცკის „შახტარი“ სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული გუნდის ავტორია – 7:0.

რაულმა პირველმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი.

„ლივერპული“-„მილანი“ (3:3) – ყველაზე შედეგიანი ფინალია – 25.05.2005.

მწვრთნელები, რომლებმაც ჩემპიონთა თასი სხვადასხვა გუნდებთან ერთად მოიგეს: ოტმარ ჰიტცფელდი (ბორუსია დორტმუნდი 1996/1997 და ბაიერნი 2000/2001), იუპ ჰაინკესი (რეალი 1997/1998 და ბაიერნი 2012/2013), ჟოზე მოურინიო (პორტო 2003/2004 და ინტერი 2009/2010), კარლო ანჩელოტი (მილანი 2002/2003, 2006/2007 და რეალი 2013/2014).

ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული მწვრთნელია – რაიმონ გუტალსი (71 წელი და 232 დღე).

გამარჯვებული ერთხელ გაირკვა დამატებით დროში – „რეალი“-“ატლეტიკო“ 2013/2014 (4:1).

ძმები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე მოიგეს – ფრანკ და რონალდ დე ბურები, გარი და ფილ ნევილები, გაბი და დიეგო მილიტოები.

ფინალი „მილანი“-„ლივერპული“ (2004/2005, 2006/2007) და „ბარსელონა“-„მანჩესტერი“ (2008/2009, 2010/2011) ორჯერ შედგა.

ერთხელ ერთი და იგივე ქალაქის გუნდების ფინალი ჩატარდა: „რეალი“-„ატლეტიკო“ (2013/2014).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთის საერთაშორისო დღე: დიდი თამაშის საუკეთესო ფოტოები

ვერ არის ეს კარგი ამბავი: ძალოსნობას ოლიმპიადიდან იღებენ