in

უოტფორდმა ჩაკვეტაძე გამოისყიდა: მიზანი პრემიერლიგაა

„უოტფორდმა“ 2.5 მილიონი ევრო გადაუხადა ბელგიურ „გენტს“ და გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბში 2027 წლამდე დარჩება.

ამ თანხიდან წილი ეკუთვნის თბილისის „დინამოსაც“. თანაც საკმაოდ სოლიდური, თანხის ნახევარი, ანუ – 1.25 მლნ ფუნტი.

როგორც იცით, ბოლო შეხვედრებში ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაშია და კარგ შეფასებებსაც იღებს.

„მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ „უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძესთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა და იგი მომდევნო სამი წელი ჩვენთან ითამაშებს“, – დაწერა კლუბის ოფიციალურმა საიტმა.

გამოქვეყნდა ქართველი ფეხბურთელის კომენტარიც:

„კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ. აქ ყველაფერს მივეჩვიე – თანაგუნდელებს, პერსონალს და შესანიშნავ გულშემატკივრებს. გახარებული ვარ იმის გამო, რომ „უოტფორდის“ ფეხბურთელი გავხდი. აქ ყველაფერი მომწონს, საქმისადმი მიდგომა და მაღალი პროფესიონალიზმი.
შთამბეჭდავი გარემოა და ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ.
აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. წინ დიდი გამოწვევებია, რომლებსაც ყველა ერთად გადავლახავთ. რა თქმა უნდა, მიზანი ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაა, ეს ყველას გვინდა.
მადლობა „უოტფორდის“ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ეს თავდაჯერებას მმატებს.
„უოტფორდი“ ერთი დიდი ოჯახია. წარმატებისთვის ასეთი გარემო ყველაზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი მსოფლიოს უდიდესი კლუბია

საბა ხვადაგიანი მაკაბიმ ოფიციალურად წარადგინა