in

უნდა წახვიდე: სპალეტი აზრის შეცვლას არ აპირებს და სავარაუდოდ ნაპოლიდან მიდის

„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 36-ე ტურში „ინტერი“ მატჩის ბოლოსკენ დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოახერხა, რომ ერთ სეზონში ყველა მეტოქე, 19-ვე გუნდი დაამარცხა.
მოგეხსენებათ, საკმაო ხანია მიდის საუბარი, რომ გუნდში მეტად სიამტკბილობა არ არის და მწვრთნელი წასვლას აპირებს. „ინტერთან“ შეხვედრის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ფაქტობრივად დაადასტურა ეს ამბავი. ლუჩანომ აღნიშნა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებს და ყველაფერი მალე გაცხადდება.

„ყველაფერი გადაწყვეტილია და არ შეიძლება ყოველდღიურად აზრის შეცვლა. ეს დიდი ხანია მწიფდებოდა. მუდმივად უნდა უზრუნველჰყო სპექტაკლები. თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ ხალხისთვის ყველაფერი შეგიძლია გაიღო, მაშინ უნდა იფიქრო წასვლაზე“, – თქვა სპალეტიმ.

ამ კომენტარის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ სპალეტიმ თავისი წასვლა დაადასტურა.

უფრო მეტიც, იტალიელები უკვე წერენ, რომ დე ლაურენტისი ახალ შესაძლო დამრიგებლებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას და მას საკმაოდ ბევრი კანდიდატი ჰყავს.

ვთქვათ ისიც, რომ 68-ე წუთზე სპალეტიმ გუნდის მთავარი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ჯოვანი სიმეონეთი ჩაანაცვლა, რამაც ნიგერიელი ძალიან გააბრაზა.
ის მოედნიდან გასვლისას ძალიან უკმაყოფილო იყო და მწვრთნელის მიმართულებით ხელი აიქნია, მის ასისტენტს კი ხელი ჰკრა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკეთეს ისტორიას ჰოლივუდის სცენარისტიც ვერ მოიფიქრებდა

შავი ლომი ჩელენჯ თასზე? მოლაპარაკები იოსებ ტყემალაძემ დაადასტურა