in

უმცროსი ბორჯღალოსნები მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ, არადა იყო შანსი… 11 წუთი

საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ჯგუფური ტურნირი მე-2 ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, ჩვენებმა ჯგუფის ბოლო მატჩში იტალიას მოუგეს, მანამდე კი არგენტინას ნოლზე აჯობეს.

ბავშვები კი არა, მხეცები ყოფილხართ: საქართველომ იტალიას მოუგო და მსოფლიოზე შედეგი უკვე დადო

თქვენ ხართ კაცები! ლომები, ჯიგრები… საქართველომ არგენტინა მშრალზე დასვა

უმცროს ბორჯღალოსნებს ნახევარფინალამდე სულ რაღაც 11 წუთი დააკლდათ. ჩვენი ჯგუფის ბოლო მატჩში არგენტინა 69-ე წუთამდე უგებდა სამხრეთ აფრიკას, რაც საქართველოს ნაკრებს აძლევდა ხელს, მაგრამ მასპინძლებმა მაინც გატეხეს მეტოქე და 24:16 მოიგეს (პირველი ტაიმი არგენტინელებმა 16:7 მოიგეს). შედეგად, C ჯგუფში პირველი ადგილი სწორედ სამხრეთაფრიკელებმა დაიკავეს. ისე, ცოტა მსაჯიც წაეხმარა მასპინძლებს, სამ ეპიზოდში არ დაუსტვინა რაქის თამაშგარე. არგენტინას კი ფიზიკა არ ეყო.

ჩვენი გუნდი მე-5 ადგილისთვის იბრძოლებს. მეტოქე უელსის ნაკრები იქნება. მეორე წყვილში ახალი ზელანდია და ავსტრალია შეხვდებიან. უელსს 9 ივლისს ვეთამაშებით, წყვილებში გამარჯვებულები მე-5 ადგილისთვის 14 ივლისს დაეჯახებიან.

ჩემპიონობისთვის ბრძოლას კი საფრანგეთი, ირლანდია, ინგლისი და სამხრეთ აფრიკა გააგრძელებენ.

IX ადგილისთვის
ფიჯი – იტალია
არგენტინა – იაპონია

V ადგილისთვის
საქართველო – უელსი
ახალი ზელანდია – ავსტრალია

I ადგილისთვის
საფრანგეთი – ინგლისი
ირლანდია – სამხრეთ აფრიკა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუპერთასი თბილისის დინამომ მოიგო

წიტაიშვილი ბათუმის დინამოში მივიდა, იჯარით და ერთი წლით