in

სუპერთასი თბილისის დინამომ მოიგო

„დინამო არენაზე“ საქართველოს სუპერთასის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი „დინამო“ დაუპირისპირდა – თბილისის და ბათუმის.
თბილისის “დინამომ” მეცხრედ მოიგო ჩვენი ფეხბურთის პრესტიჟული ჯილდო.

ფინალი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო და სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს მაღალი რიტმი შესთავაზა. მეთოდურად დედაქალაქელთა უპირატესობა გამოიკვეთა, თბილისელები შედარებით მეტ დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ. ნახევრად სახიფათო მომენტები პირველ 15 წუთში უსმანე კამარამ, იმრან ულად ომარმა და დავით სხირტლაძემ შექმნეს. ბათუმელებმა 25-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და შედეგიანად დაასრულეს. გოლი ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა. გოლის შემდეგ ისევ სხირტლაძე აქტიურობდა, საჯარიმოშიც შეიჭრა, მაგრამ მეკარეს ვეღარ აჯობა. ტაიმი სტუმრებმა მინიმალური ანგარიშთ მოიგეს.

მეორე ნახევარი მასპინძლებმა მაღალ რიტმში განაახლეს და პირველივე შეტევაში ბარნს ოსეი შეიჭრა საჯარიმოში ბურთიანად, თუმცა ბოლო წამს საშა ბალიჩმა განმუხტა სიტუაცია. მატჩის 53-ე წუთზე დინამოს კაპიტანს შეეძლო სიტუაციის უფრო გამწვავება, თუმცა საჯარიმოში მიღებული ბურთი ძლიერად ვეღარ დაარტყა. ამასობაში თამაშის თანხლებით კოკისპირული წვიმაც წამოვიდა. ცოტახანში იმრანი გავიდა ერთი ერთზე მეკარესთნ, მაგრამ სუსტად დაარტყა. თბილისელთა შეტევებმა საბოლოო შედეგი 77-ე წუთზე გამოიღო. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი შეცვლაზე შემოსულმა გაბრიელ სიგუამ გადაგზავნა ჩიჩკანის კარში 1-1. თორნიკე კირკიტაძემ კი ამასობაში ტრავმა მიიღო და დინამოელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე დედაქალაქელთა კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ვლადიმერ მამუჩაშვილის უძლიერესად და სახიფათოს დარტყმული ბურთი კი გიორგი ლორიამ აკრობატულ ნახტომში მოიგერია. მეტი გოლი აღარ გასულა და გამარჯვებულის გამოსავლენად მატჩისშემდეგომი პენალტების სერია დაინიშნა.

საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი. ფინალი

დინამო (თბ) – დინამო (ბთ) 1:1, პენ 4:3
გოლები: 0:1 ფლამარიონი (26. ლიტვინენკოს პასით), 1:1 სიგუა (77. მოისწრაფიშვილის პასით)

დინამო (თბ): ლორია, მალი (46. მაისურაძე), ტაბიძე, მარგველაშვილი, კობოური (46. ლაკვეხელიანი), ოსეი (71. თ. კირკიტაძე), ოსიყმაშვილი (59. მოისწრაფიშვილი), ხარაიშვილი, იმრანი (64. სიგუა), კამარა, სხირტლაძე

დინამო (ბთ): ჩიჩკანი, ჩაბრაძე, კობახიძე, ბალიჩი, გიორბელიძე (59. ღუდუშაური), ტეიდი (86. ხარებავა), იაკობსენი (74. თ. კაპანაძე), მამუჩაშვილი, ლიტვინენკო (59. ზარია), ბიძინაშვილი (59. მოსიაშვილი), ფლამარიონი

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

პენალტების სერია
0-0 მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი)
0-0 დავით სხირტლაძე (დინამო თბილისი)
0-1 ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი)
0-1 უსმანე კამარა (დინამო თბილისი)
0-2 გიორგი ზარია (დინამო ბათუმი)
1-2 გიორგი ხარაიშვილი (დინამო თბილისი)
1-2 ცოტნე მოსიაშვილი (დინამო ბათუმი)
2-2 გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი)
2-3 ჯოვინო ფლამარიონი (დინამო ბათუმი)
3-3 გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი)
3-3 გიორგი ხარებავა (დინამო ბათუმი)
4-3 გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი)

მომდევნო შეხვედრას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარებს. მატჩი 12 ივლისს ყაზახეთის დედაქალაქში, ადგილობრივ ასტანასთან თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

„ტორპედო“ – „დილა“ 0:0 (5:4 პენალტების სერია)

მატჩი მესამე ადგილისთვის მატჩი ქუთაისის „ტორპედოს“ და გორის „დილას“ შორის ქუთაისში გაიმართა. მეორე ნახევარში გიორგი არაბიძის შესანიშნავი თამაშის ხარჯზე ქუთაისელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. თავის მხრივ, „დილას“ შანსი კონტრშეტევებზე ჰქონდა.
საბოლოოდ მატჩი 0:0 დასრულდა და ამ შეხვედრაშიც დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც „ტორპედომ“ 5:4 მოიგო და მე-3 ადგილი დაიკავა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს უკვე ამბავია: ბაიერნი მამარდაშვილს აკვირდება, თუმცა… ჯერ არ უნდა

უმცროსი ბორჯღალოსნები მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ, არადა იყო შანსი… 11 წუთი