უეფამ ის ქალაქები დაასახელა, სადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩები გულშემატკივრების დასწრებით ჩატარდება.
ამ სიაში მოხვდნენ: ბაქო, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, სანკტ-პეტერბურგი, ლონდონი, ამსტერდამი, კოპენჰაგენი და გლაზგო.
მაქსიმალური დასწრება დაგეგმილია ბუდაპეშტში. ვარაუდობენ, რომ უნგრეთის დედაქალაქში გასამართ შეხვედრებს 100% დაესწრება, ოღონდ შესვლისას ძალიან მკაცრი კონტროლი დაწესდება. სანკტ-პეტერბურგსა და ბაქოში ტევადობის ნახევარზე, 50%-ზე დართავენ ნებას, თუმცა რუსებს შესაძლოა მეტის უფლებაც მისცენ. ლონდონი, ამსტერდამი, კოპენჰაგენი და გლაზგო გულშემატკივრების მხოლოდ 25-33%-ს მიიღებენ.
მიუნხენის, რომის, ბილბაოსა და დუბლინის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 19 აპრილს მიიღებენ.
ბილბაოს შესაძლოა ევროპა ჩამოართვან: ვერ მოვასწრებთ
იტალია ევრო 2020-ის მატჩებზე მაყურებლის მისაღებად მზადაა
ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ევრო 2020-ის ქალაქები მაყურებლისთვის მზად არიან: რას გადაწყვეტს უეფა
GIPHY App Key not set. Please check settings