in ,

უბრალოდ ბედნიერი ვარ – V ტური

იტალიაში მილანური დერბი შედგა. შედგა-ში არ იგულისხმება, რომ თამაში ჩატარდა – ხშირი არ არის პრაგმატულ იტალიურ ფეხბურთში საცქერლად კარგი თამაშები, მით უმეტეს, როდესაც მნიშვნელოვანი მატჩებია. მილანურმა გუნდებმა კი მაყურებელი გაახარეს და ლამაზი სანახაობა შეთავაზეს. უფრო იღბლიანები კი ჩემპიონები გამოდგნენ – „მილანმა“ გაიმარჯვა. თავი კვლავაც გამოიჩინა რაფაელ ლეაომ, რომლის ანგარიშზე დუბლია.
აი „ინტერმა“ კი ბოლო 3 მატჩში 2 წააგო და ცოტა დაბლა დაეშვა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა და სიმონე ინძაგის გუნდი დაბრუნდება რბოლაში.

წესით „იუვენტუსიც“ უნდა დაბრუნდეს, თორემ რა გამოვა. ამჟამად კი „ბებერი ქალბატონი“ მართლაც ბებერივით იქცევა – ფრეები მოუმრავლდა და მარდადაც ვერ გამოიყურება. „ფიორენტინამ“ კი დაინდო, როდესაც ლუკა იოვიჩმა პენალტი გააფუჭა.

2 ფრის შემდეგ მოგების გემო გაიხსენა „ნაპოლიმ“, რომელმაც რთული მეტოქე დაამარცხა სტუმრად და ამაში კვარაცხელიას დიდი წვლილია – გამარჯვების გოლი ხომ სწორედ ქართველმა შეაგდო.

და ჟოზე: „რომას“ შეეძლო ლიდერი გამხდარიყო, მაგრამ მოულოდნელად მოურინიოს გუნდი სტუმრად განადგურდა და მე-5 ადგილზე დარჩა.

0:4 – ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება მოურინიოსთვის სერია ა-ში.

მოურინიო: „ჯობს ერთხელ წააგო 0:4, ვიდრე ოთხჯერ 0:1. „რომამ“ 3 ქულა დაკარგა და არა 12“.

„იუვენტუსს“ ერთხელაც არ დაურტყამს „ფიორენტინას“ კარში მეორე ტაიმში.

ალეგრი: „ჩემპიონობის შანსი? ამ ეტაპზე ის არც ისე დიდია“.

კვარაცხელიას 5 (4+1) ქულა აქვს „ნაპოლის“ 5 მატჩში.

სიმონე ინძაგი: „ინტერმა“ ფრე დაიმსახურა, თუ გავითვალისწინებთ რამდენი მომენტი შევქმენით“.

პიოლი: „უბრალოდ ბედნიერი ვარ“.

სერია ა – V ტური

ფიორენტინა – იუვენტუსი 1:1
მილანი – ინტერი 3:2
ლაციო – ნაპოლი 1:2
კრემონეზე – სასუოლო 0:0
სპეცია – ბოლონია 2:2
ვერონა – სამპდორია 2:1
უდინეზე – რომა 4:0

ორშაბათი, 5 სექტემბერი
მონცა – ატალანტა
სალერნიტანა – ემპოლი
ტორინო – ლეჩე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილმა სრულად ითამაშა, ვალენსიამ მარტივად მოიგო

ვნახეთ შესანიშნავი ბარსა: ანჩელოტი დელ ბოსკეა – IV ტური