მაისის ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი კირიბაიამა გახლდათ.
ამ დაპირისპირებამდე ქართველი გოლიათის ბალანსი 3:7–ზე იყო და მას მაკეკოშისგან (უარყოფითი ბალანსი) თავის დაცვა უწევდა, ხოლო ლევანის დღევანდელ მოწინააღმდეგეს ორი გამარჯვება და რვა მარცხი უფიქსირდებოდა. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ტოჩი ფლობდა – 3:1.
ორივე სპორტსმენის არსებული ბალანსებიდან გამომდნიარე, მარტივი მისახვედრია, რომ ისინი საკმაოდ ცუდ ფორმაში იმყოფებიან. მიიჩნეოდა, რომ ამ დაპირისპირებაში, ქართველ და მონღოლ გოლიათებს, გამარჯვების თანაბარი შანსი ჰქონდათ.
სამწუხაროდ, ლევანმა დღეს მეტოქის დაჯაბნა ვერ შეძლო. აქტივში მერვე მარცხი ჩაიწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უარყოფითი ბალანსი გაიფორმა და, შესაბამისად, მას რეიტინგში დაქვეითება არ აცდება.
GIPHY App Key not set. Please check settings