in ,

გერმანიას ტერ შტეგენი გამოაკლდა: როისი ისევ გარეთ რჩება, ჰუმელსი ბრუნდება – საევროპო ბუნდესამბები

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატს დანაკლისით ხვდება.

იოაჰიმ ლიოვის გუნდს ტრავმის გამო მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გამოაკლდა, ნაკრებზე უარი თქვა მარკო როისმა.

“ბარსელონას” მეკარეს მუხლის დაზიანება აქვს, რის გამოც იძულებულია, ოპერაცია გაიკეთოს. ტერ შტეგენმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

“კლუბის სამედიცინო გუნდთან ერთად გადავწყვიტე, რომ ოპერაცია გავიკეთო. ვწუხვარ, რადგან ევრო 2020-ს გამოვტოვებ. ბოლო წლებში პირველად, ჩემს ქვეყანას შინიდან ვუგულშემატკივრებ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მოვიგებთ”, – წერს ტერ შტეგენი.

მარკო როისმა კი, რომელსაც “დორტმუნდში” ნორმალური სეზონი ჰქონდა (7 გოლი, 6 პასი), განაცხადა, რომ სხეულის დასვენება სჭირდება.

“ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტე არ წავიდე ევროპის ჩემპიონატზე. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ძალიან ვამაყობ ქვეყნის მთავარ გუნდში თამაშის შანსით. მაგრამ ძალიან დაძაბული წლის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება სხეულს აღდგენის დრო მივცე.
ვისარგებლებ შესვენებით და ოპტიმალურად მოვემზადები ახალი სეზონისთვის”, – დაწერა მარკო როისმა.

როისი წლებია, ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელია, მაგრამ გერმანიის ნაკრებში ყოველთვის სამწუხარო რეალობის წინაშე იდგა, რაც ტრავმებით იყო გამოწვეული. მარკომ ტრავმის გამო გამოტოვა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი (გერმანია ნახევარფინალში საფრანგეთთან დამარცხდა). ამაზე გაცილებით დიდი დარტყმა იყო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამოტოვება, სადაც როისს ბუნდესგუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ჰქონდა. მაშინ მარკო მუნდიალის წინ გამართულ ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა (სომხეთთან) და მსოფლიოს ჩემპიონობა ვერ იზეიმა. 2018 წლის მუნდიალზე როისი გუნდში იყო, მაგრამ ამ ტურნირზე გერმანიამ სრული ფიასკო განიცადა და მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ჯგუფში ჩარჩა.

სამაგიეროდ ბუნდესნაკრებს გამოცდილი ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი უბრუნდება. იოაჰიმ ლიოვმა 32 წლის ფებხურთელს ამის შესახებ უკვე აცნობა, წერს Sport1-ის ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი.
2019 წლსის მარტში ლიოვმა თქვა, რომ გუნდს ჰუმელსის, ტომას მიულერისა და ჯერომ ბოატენგის გარეშე ააშენებდა. ჰუმელსმა ბოლოს ნაკრებში 2018 წლის ნოემბერში ითამაშა.

გერმანიის ნაკრების საევროპო შემადგენლობა დღეს, 19 მაისს უნდა გამოქვეყნდეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოჩინოშინმა ისევ წააგო და მაკეკოში გაიფორმა

ჯენოას ფორვარდის მამამ რომას ბაზაზე ავტომობილები დალეწა