“ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში” გრძელდება გრძელდება სუმოს წლის დასკვნითი სუპერტურნირი კიუშუ ბაშო, რომელზეც ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინიც ასპარეზობს.
ტოჩინოშინმა ბაშოს პირველი ოთხი დღე წელის ტრავმის გამო გამოტოვა და ასპარეზობში გუშინ ჩაერთო. შესაბამისად, ქართველმა მებრძოლმა ბაშოზე გამოსვლა 0:4 ბალანსით დაიწყო. კაგაიაკის დამარცხების შემდეგ, ტოჩინოშინი დღეს მე-14 მაეგაშირა ჩიონოკუნის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.
შესაბამისად, 6 დღის შემდეგ ტოჩინოშინ ბალანსი 1:5-ზე გაუხდა. ქართველ სპორტმენს მიმდინარე ბაშოზე, მინიმუმ 5 ბრძოლის მოგება მართებს, რომ მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს.
ხვალ, ჩვენებურის მეტოქე მე-12 მაეგაშირა იშიურა იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings