in

ტორპედო მოგებით კმაყოფილია, აქტობე გასვლით: კომენტარები

ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად 2:1 დაამარცხა „აქტობე“, მაგრამ პირველ საშინაო შეხვედრაში განცდილი 1:4-ის ამოსაქაჩად ცხადია ეს საკმარისი არ არის. მიუხედავად გავარდნისა, მაინც კარგია, რომ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და თამაშის მოგება მოახერხა.
მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

ესეც საქმეა: ტორპედომ მოიგო – ვიდეო

სტივ კინი („ტორპედო):
„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ ასეთ გუნდთან წაგების არ შემრცხვება.
კმაყოფილი ვართ ამ მატჩში ნაჩვენები თამაშით. რომ არა ფეხბურთელების დანაკლისი, ჩვენ სხვანაირად ვითამაშებდით.
მსაჯი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. მაგალითად, იყო ეპიზოდი, ჩვენს სასარგებლოდ 11-მეტრიანი უნდა დაენიშნა, მაგრამ ასე არ მოიქცა. თამაში მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ბევრი შეცდომა დაუშვა.
მადლობა “აქტობეს“, რომელმაც თბილი დახვედრა მოგვიწყო.
რაც შეეხება სტადიონზე არსებულ ატმოსფეროს, ჩვენთვის რთული იყო ასეთ სტადიონზე თამაში. კლუბს შეუძლია ასეთი გულშემატკივრებით იამაყოს”.

ანდრეი კარპოვიჩი („აქტობე“):
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამოცანა შევასრულეთ და მომდევნო ეტაპზე გავედით. მადლობა ბიჭებს, მაგრამ გული დაგვწყდა, რადგან გულშემატკივრები საკუთარ მოედანზე გამარჯვებით ვერ გავახარეთ.
ქუთაისში საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ. პირველი მატჩის დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ გუნდის მოტივირება რთული იყო. შესაძლოა, ცუდი როლი პირველი გოლის შემდეგ შექმნილმა დიდმა ჰანდიკაპმა ითამაშა.
დიდი მადლობა გულშემატკივარს და მაყურებელს ტრიბუნებზე შექმნილი ატმოსფეროსთვის, ასეთი მომენტები მთელი ცხოვრება გამახსოვრდება“.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს „აქტობეს“ ფეხბურთელებმაც.

მაქსიმ სამოროდოვი:
„სამწუხაროა, რომ წავაგეთ. ჩვენი გულშემატკივრები, როგორც ყოველთვის, გამარჯვებას ელოდნენ. პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ და ორი გოლი გაგვიტანეს. ამ წაგებით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მთავარია, რომ მესამე ეტაპზე გავედით“.

დმიტრი იაშინი:
„კარგი თამაში იყო. ბევრი მომენტი შევქმენით, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეს კი რამდენიმე შანსი ჰქონდა და გამოიყენა. ერთი გოლი ჩვენ ფეხბურთელს მოხვდა გავიდა და შემდეგ მეორეც გავუშვით. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ძალიან გვინდოდა, მოგვეგო და გულშემატკივარი გაგვეხარებინა.
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მსაჯმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და დაასახელა ეპიზოდი, როდესაც პენალტი უნდა დანიშნულიყო. მაგრამ ეს განცხადება უსაფუძვლოა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესეც საქმეა: ტორპედომ მოიგო – ვიდეო

დილაო ჰოუ დილაო: გორი რჩება ევროპაში, გორი არის საქართველო