in

ესეც საქმეა: ტორპედომ მოიგო – ვიდეო

ქუთაისის „ტორპედომ“ პრესტიჟის მატჩი მოიგო, სტუმრად მოახერხა „აქტობეს“ დამარცხება და საკუთარი თავის და გულშემატკივრების პატივისცემა გამოხატა. გარდა მორალური სიამოვნებისა, გუნდი სარეიტინგო ქულებსაც მოუტანს ქვეყანას და ბიუჯეტსაც გაზრდის მოგებული თამაშის გამო – მოკლედ, ვერ გავედით, მაგრამ ესეც საქმეა.


კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

აქტობე (ყაზახეთი) – ტორპედო (ქუთაისი, საქართველო) 1:2
პირველი მატჩი 4:1
03.08. აქტობე. ცენტრალური სტადიონი. 12 354 მაყურებელი
1:0 სამოროდოვი (31. ბაიტანას პასით), 1:1 არაბიძე (58), 1:2 ი. ბუღრიძე (66. აკბარის პასით)

აქტობე: პოკატილოვი – კასიმი, იაშინი, შომკო – კინა (60. ფილიპოვიჩი), სტრუმია, რაიჩკოვიჩი (74. გნაიემი), ტანჟარიკოვი (60. კიბირაი) – სამოროდოვი (79. უმაევი), ბაიტანა (60. ნიანგბო), ელდერ სანტანა

ტორპედო: კლიაიჩი – მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია – ჭიჭინაძე (46. მანჯგალაძე), გიგაური (80. ქობულაძე), აკბარი, შერგელაშვილი (46. ჰაიდარი) – არაბიძე – ბუღრიძე, ფანცულაია (46. კაიკე)
სათადარიგოები: გოშაძე, მეფარიშვილი – ჩაჩუა, გოგლიჩიძე, ნეტო
მწვრთნელი: სტივ კინი

გაფრთხილება: ტანჟარიკოვი (22), არაბიძე (64), სტრუმია (72), სანდოხაძე (75), მანჯგალაძე (80)
გაძევება: სანდოხაძე (77. მეორე გაფრთხილება)
არბიტრი: ტ. ფარუჯა (მალტა)

„ტორპედომ“ მატჩის ჩარხი რომ მოატრილა, ზუსტად მაშინ მოხდა გაუთვალისწინებელი – კაცი გაგვიგდეს . არადა, თითქოს ინტრიგა ბრუნდებოდა. სანდოხაძემ მოკლე მონაკვეთში ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი

პირველი ტაიმი მასპინძლებმა მოიგეს და ქუთაისელთა იმედებს საერთოდ გადაესვა ხაზი. თუმცა შესვენების შემდეგ ჩვენებმა მოუმატეს, ცოტა იღბალმაც გადმოგვხედა და წინაც გავედით. გიორგი არაბიძის დარტყმა მცველმა აისხლიტა და რიკოშეტით ლამაზად ჩაეშვა კარში.

არაბიძემ მეორე საგოლე შეტევაც წამოიწყო. მშვენიერი პასით საჯარიმოში ჰაიდარი მონახა, რომელმაც კართან ახლოს ირაკლი ბუღრიძეს მიაწოდა და წინ გავედით.

მერე იყო სანდოხაძის ეპიზოდი და აშკარა იყო, რომ „ტორპედოს“ კიდევ 2 გოლის გატანა გაუჭირდებოდა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამათმა ისევ წააგეს: მალტელებმა დინამოსთან იკოტრიალეს

ტორპედო მოგებით კმაყოფილია, აქტობე გასვლით: კომენტარები