in ,

ტორპედოს ნანატრი გამარჯვება და წყალტუბოს მორიგი სენსაცია – ეროვნული ლიგა

Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა. სტუმრების ტური – ასეც შეგვიძლია ვუწოდოთ, რამეთუ 5 თამაშიდან გამარჯვება ხუთივეში სტუმარმა მოიპოვა.

XIII ტური

თელავი – ტორპედო 0:4
დილა – სამგურალი 1:2
სამტრედია – დინამო ბათუმი 0:2
შუქურა – ლოკომოტივი 0:1
საბურთალო – დინამო თბილისი 0:4

მე-13 ტური აუტსაიდერების ჯახით გაიხსნა. თელავის “კავკასიონი არენაზე” “თელავმა” “ტორპედოს” უმასპინძლა და 0:4 განადგურდა. სამი თვე ხელფასაუღებელმა “ტორპედომ” მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. კახელებს კი, უკვე 12 თამაშია არ მოუგიათ.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე”. “დილამ” “სამგურალს” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩი გორელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ წყალტუბოელებმა კონტრშეტევებზე კარგად ააწყვეს თამაში და გაიმარჯვეს კიდეც. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოსო ფრუიძემ ანდრეი დემჩენკოს ტაქტიკური ბრძოლა მოუგო. ფრუიძის მოსვლის შემდეგ, “სამგურალი” მაგრად ათამაშდა (4 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი).

“სამტრედიამ” ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა 0:2 დამარცხდა. იმერლები 28-ე წუთიდან კანცნაკლულნი თამაშობდნენ. მსაჯმა მოედნიდან შალვა ნადირაძე გააძევა.

თბილისის “ლოკომოტივმა” “შუქურას” გასვლაზე 1:0 მოუგო.

ტურის დასკვნით მატჩში კი, თბილისის “დინამომ” “მიხეილ მესხზე” “საბურთალო” 4:0 გაანადგურა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: აიაქსმა ჩემპიონის ტროფეი გადაადნო – 42 ათასმა ქომაგმა მისი ნაწილი მიიღო

ზაფხულის ტესტების წინ: ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა და მისთვის სეზონი დასრულდა