in

ვიდეო: აიაქსმა ჩემპიონის ტროფეი გადაადნო – 42 ათასმა ქომაგმა მისი ნაწილი მიიღო

მაისის დასაწყიში „აიაქსი“ ნიდერლანდების ჩემპიონი ნაადრევად გახდა. ამსტერდამული გუნდისთვის ეს 35-ე ტიტულია ისტორიაში. რა თქმა უნდა, ამ პატარა, მაგრამ ულამაზეს და მოწესრიგებულ ქვეყანას ამაზე დამსახურებული გუნდი არ ჰყავს.

ფოტო: აიაქსი 35-ედ გახდა ნიდერლანდების ჩემპიონი

ახალი გამარჯვების აღსანიშნავად “აიაქსმა” მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და ეს უჩვეულო საშუალებით გააკეთა. კლუბმა გადაწყვიტა საჩემპიონო სინი დაეშალა და 42 ათასი მცირე ზომის ვარსკვლავი გამოედნო, თითოეული მათგანი 0.06 გრამ ჩემპიონის ტროფეის შეიცავს. ამ ვარსკვლავებს სეზონური აბონემენტის ყველა მფლობელი ფოსტით მიიღებს.

აი ასე გააფორმა „აიაქსმა“ საჩუქრები გულშემატკივრებისთვის.

“სეზონის დიდი ნაწილი გულშემატკივრების გარეშე ჩავატარეთ, უფრო სწორედ ტრიბუნებზე მათ გარეშე.
მიუხედავად ამისა, მათ მხარდაჭერას ყოველ კვირა ვგრძნობდით. სტადიონის მისასვლელთან, სოცქსელებში ან პირად შეხვედრებში.
როდესაც ვამბობდით, რომ ეს ტიტული თქვენია, მხედველობაში გვქონდა, რომ ამას თქვენთვის მივაღწიეთ. თუმცა ჩემპიონის ტროფეის განაწილება ამის ყველა დიდი მტკიცებულებაა”, – აღნიშნა “აიაქსის” გენერალურმა დირექტორმა ედვინ ვან დერ საარმა.

კლუბმა რგოლიც გამოუშვა, სადაც გადადნობის პროცესის ნაწილი აჩვენა. გადაღებაში მონაწილეობდნენ სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი, კაპიტანი დუშან ტადიჩი, ასევე ლისანდრო მარტინესი და რაიან გრავენბერხი. ვიდეოს სტილისტიკა “სამეფო ტახტის თამაშებს” მოგაგონებთ.

ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირს იმდენად მოეწონება ეს ჟესტი, რომ გამონაკლისის სახით კლუბს მეორე ტროფეის გადასცემს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვან დეიკი ევრო 2020-ზე ვერ ითამაშებს

ტორპედოს ნანატრი გამარჯვება და წყალტუბოს მორიგი სენსაცია – ეროვნული ლიგა