in

ტალახაძის რეკორდები შეიძლება გაუქმდეს

ქართველი გოლიათის, პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ლაშა ტალახაძის რეკორდები შესაძლოა გაუქმდეს და ლაშას ახალი რეკორდების დამყარება მოუწიოს. საქმე ისაა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია წონით კატეგორიებს ცვლის. ამჯერად, ლაშა ტალახაძე +109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდის, რომელშიც მსოფლიოს, ევროპის და ოლიმპიური რეკორდების მფლობელია. ლაშა 2016 წლამდე +105 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ეს წონითი კატეგორია შეიცვალა და ტალახაძის რეკორდებიც გაუქმდა.

ამ ეტაპზე საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაცია წონების შეცვლა/შემცირებას განხილავს და თუ ეს ყველაფერი გადაწყდა, ტალახაძეს +102 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოუწევს გამოსვლა და მისი რეკორდებიც გაუქმდება.

მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აქტიურად განიხილავს 2028 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან ძალოსნობის ამოღებას და ამიტომ ძალოსნობის ფედერაცია პარიზის ოლიმპიადისთვის წონებს ამცირებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქართული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი: ბრივმა კარკაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ბორჯღალოსნების 6 მოგება, 2 მარცხი, 1 ფრე – შავი ლომი: ქართული რაგბის 2021