რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მორიგი ტრიუმფი შემოგვთავაზა. ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მოსკოვიდან სამი ოქროს მედლით მოდის.
ქართველი გოლიათის წარმატებას სოციალურ ქსელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და ლაშას გამარჯვება მიულოცა.
“გილოცავთ! ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ევროპის ჩემპიონია! ქართველმა ძალოსანმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ორჭიდის ჯამში 485 კგ (ატაცი – 222, აკვრა -263) დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა!
ლაშამ ატაცში 222 კილოგრამის აწევით ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალიც მოიგო. მანვე დაისაკუთრა აკვრაში გათამაშებული ოქროს მედალი და ჯამში საქართველოს ნაკრებს სამი ოქრო მოუტანა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატებას ვუსურვებ!“, – წერს ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, საქართველოს ძალოსნობის ნაკრებმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 8 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings