in

სპალეტი: ჩვენს გუნდში შესანიშნავი ქიმიია

“რეინჯერსის” 3:0 განადგურების შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ მედიასთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა:

“მე მყავს გუნდი, რომელიც ბოლომდე იხარჯება. შესანიშნავია თანაგუნდელის გვერდში დგომა და გამხნევება მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული მოთამაშე მატჩში არ ერთვება. დღეს ჩემი ფორვარდების გარჯით უაღრესად კმაყოფილი ვარ, რადგან დაცვაში ბოლომდე იხარჯებოდნენ და ამის გამო უზომოდ ბედნიერი ვარ.

ბრწყინვალე ფეხბურთს ვთამაშობთ. 2 შეხებაში აკინძული მომენტები და თვალსასეირო შეტევები. ბიჭებს არ ეშინიათ, რადგან იციან, რომ თანაგუნდელები დააზღვევენ. ყველა ფეხბურთელს ეტყობა სათანადო ამბიცია. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ბიჭები ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან”.

ლუჩანომ ასევე “ლივერპულთან” გასამართ მატჩზე კომენტარი გააკეთა:

“ძალიან რთული გუნდია. ჩვენ მაღალი ინტენსივობის ფონზე ვითამაშებთ, მაგრამ ეს მატჩი განსხავებული სახის იქნება, რომელიც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ყველა ვარიანტში, ჩვენ იქ პირველი ადგილისთვის ჩავდივართ”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლიმ კვარას გარეშე მოიგო და პირველი ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

სპალეტი: კვარაცხელიას უკან დაბრუნება ვთხოვე და უსიტყვოდ დამთანხმდა – რატომ არ ათამაშეს ხვიჩა