in

სპალეტი: ურთულესი მატჩი იყო, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ

“ნაპოლის” მესაჭემ, ლუჩანო სპალეტიმ “რომასთან” მოპოვებული 1:0 გამარჯვება მედიასთან შეაფასა.

“რომამ არაერთი პრობლემა შეგვიქმნა, მაგრამ ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებოდით. თქვენ ყოველთვის ნახავთ ჩვენი მხრიდან პროაქტიურ შეტევას და ეს ჩვენი ნიშაა.

ტერიტორიული უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, თუმცა არაერთი მარტივი შეცდომა დავუშვით, რამაც ცხოვრება გაგვირთულა. ჩვენი პრობლემა აშკარა საგოლე მომენტების შექმნა იყო.

რომაელები ცდილობდნენ, რომ ფიზიკური უპირატესობა გამოეყენებინათ და ეს იყო შესანიშნავი ტაქტიკური დუელი. ჩვენს ინსტინქტებს მივენდეთ და ამან მშენივრად იმუშავა”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარას ღირსეული საქციელი და ოვაცია რომის ოლიმპიური სტადიონისგან!

რონალდოს მესის ჩემპიონობა არ უნდა: აუტანელია არგენტინის ჩემპიონობაზე ფიქრი