in

სპალეტის ნაპოლიში ფრთებს არ დააჭრიან: მწვრთნელი ჩემპიონის რანგში მიდის

ლუჩანო სპალეტისა და „ნაპოლის“ გზები, როგორც ჩანს, მაინც იყრება. გაჩემპიონებული მწვრთნელისა და პრეზიდენტის შეთანხმება ვერ ხერხდება. იტალიაში უკვე თითქმის დარწმუნებით წერენ, რომ სპალეტი გუნდში აღარ დარჩება.

„კორიერე დელო სპორტი“ ირწმუნება, რომ მწვრთნელს საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა აურელიო დე ლაურენტისთან და მზადაა კონტრაქტი გაწყვიტოს.

სხვათა შორის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა პირველად გააკეთა მინიშნება სპალეტის შესაძლო წასვლაზე.
„სპალეტი ჩემპიონია, ჩემპიონებმა კი უნდა იპოვონ ის ადგილი, სადაც საკუთარ თავს საუკეთესოდ გამოავლენენ. მან იპოვა ეს ადგილი ჩვენთან. ეჭვგარეშეა, უკეთესი იქნებოდა მისი დარჩენა, მაგრამ თავისუფლება შეუფასებელია. ფრთები არავის უნდა დააჭრა, რადგან ვინმემ იგივე ჩემს მიმართ არ გააკეთოს. მთავარია მადლიერი ვიყოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩვენთვის რაღაც გაიღეს“.

ცნობილია, რომ წასასვლელად ემზადება სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლიც, რომელიც ლამის დღევანდელი „ნაპოლის“ წარმატების ფორმულად შერაცხონ.

„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ სპალეტისა და ჯუნტოლის შესახებ ისაუბრა და მათი წასვლის მიზეზი თქვა:
„ვფიქრობ, არც სპალეტი და არც ჯუნტოლი არ უნდა დარჩნენ. ყოველთვის კარგია, როდესაც ხალხს დადებითად ამახსოვრდები. როგორც ჩანს, ლუჩანოს განხვავებული ხედვები აქვს, ამიტომ წასვლა ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“.

ჯერჯერობით „ნაპოლის“ მწვრთნელობის 6 კანდიდატი სახელდება: კრისტოფ გალტიე (პსჟ), რობერტო დე ძერბი (ბრაიტონი), ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა), ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა) და ორი დროებით უმუშევარი – რაფაელ ბენიტესი და ანტონიო კონტე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარადიშვილი ქართველი დაჩქარებულად გახდება: ახალწვეულმა შესაძლოა ნაკრებში უკვე ივნისში ითამაშოს

ხვიჩამ შეიძლება არ ითამაშოს