2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო – საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, 10 წონითი კატეგორიიდან 7-ში მედალი მოიპოვა და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა.
გუნდის 12 მარტის მონაგარს – გიორგი ელბაქიძის (70 კგ) ოქროს, გიორგი გეგელაშვილისა (57 კგ) და ევსემ შველიძის (79 კგ) ვერცხლებს, 13 მარტს სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) ოქრო მიამატა, ხოლო რამაზ თურმანიძემ (61 კგ), ბაგრატ გაგნიძემ (86 კგ) და დავით კოღუაშვილმა (92 კგ) – ბრინჯაოები.
GIPHY App Key not set. Please check settings