in

სლოვანმა თასი ბოლოსკენ წააგო: მიქაუტაძე საუკეთესოა – ლეგიონერები

ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის თასის ფინალი წააგო: ქართველების გუნდი ტრნავის „სპარტაკთან“ დამატებით დროში დამარცხდა – 1:3.
სამივე ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო: გიორგი ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს, გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ სრულად ითამაშეს.
არადა, „სლოვანი“ ახლოს იყო მოგებასთან. ბრატისლაველები იგებდნენ, მაგრამ გოლი 86-ე წუთზე გაუშვეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
„სპარტაკმა“ მეორე დამატებულ ტაიმში ორი გოლი გაიტანა და სლოვაკეთის თასის მფლობელი გახდა.

კვიპროსში სამი ქართველის „აპოელი“ „ომონიას“ დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა – 0:0.
ძირითად შემადგენლობაში ლაშა დვალი (23-ე წუთზე გააფრთხილეს) და გიორგი ქვილითაია იყვნენ, მურთაზ დაუშვილი სათადარიგოთა შორის დარჩა.
მე-13 წუთზე ქვილითაიამ გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.
32 ტურის შემდეგ „აპოელი“ ლიდერს სამი ქულით ჩამორჩა.

პოლონეთის ჩემპიონატის „კრაკოვია“ საკუთარ მოედანზე „ლეგნიცას“ შეხვდა და ფრედ 1:1 ითამაშა. „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელიც თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ შემადგენლობაში ავსტრიის თასის მფლობელი გახდა და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„განსაკუთრებული საღამო, განსაკუთრებული ემოციები“, – მოკლე კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი წარმატებას.
„შტურმმა“ ფინალში ვენის „რაპიდი“ 2:0 დაამარცხა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში, „პარიზთან“ შეხვედრაში „მეცის“ საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მიქაუტაძე აღიარეს.
გულშემატკივართა გამოკითხვაში ქართველმა თავდამსხმელმა 23%-მა დააგროვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნახეთ ნაპოლის ჩემპიონობის რეპეტიცია: სილამაზე და სიგიჟე გველოდება – ფოტო

ეს სწორედ ის კვარაა… როგორ შეაფასეს ხვიჩა და რას მიაჩვია მან ხალხი