in

ნახეთ ნაპოლის ჩემპიონობის რეპეტიცია: სილამაზე და სიგიჟე გველოდება – ფოტო

„ნაპოლი“ ერთ ნაბიჯში, ერთ გოლში იყო ნანატრ ჩემპიონობასთან. ზეიმისთვის ყველა ემზადებოდა: ლიგამ კალენდარი შეცვალა, ფანები სკუდეტოს ელოდნენ. მაგრამ „სალერნიტანამ“ 84-ე წუთზე გაუთანაბრა და ჩემპიონობის გაოფიციალურება გადაიდო.

ჩავთვალოთ, რომ ნეაპოლმა გენერალური რეპეტიცია გაიარა. ვნახოთ როგორი ატმოსფერო იყო ქალაქსა და ტრიბუნებზე.

ქალაქი ბოლო 33 წლის განმავლობაში ყველაზე ბედნიერ დღეს ელოდა.

ყველგან დროშები და ცისფერი ფერი.

სტადიონთან – ზღვა ხალხი, რომლებსაც სკუდეტო მოენატრათ.

ისინი მღეროდნენ და ჰაერში ცეცხლს უშვებდნენ.

ასეც კი.

გეგონება მთელმა ქალაქმა ქუჩებსა და აივნებზე გამოიძინა.

მარადონას გარეშე აბა როგორ იქნებოდა.

ყველაზე ნეაპოლური სახლი. სილამაზე!

ატმოსფერო რკინიგზამდეც მივიდა.

ნეაპოლში ისტორიაში მესამე ჩემპიონობა მიდის. მერე რა, რომ ცოტა გადაიდო.

ეს ნიშნავს, რომ ქუჩის სიგიჟის პიკი წინაა.

ვემზადებით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შევსვათ სიყვარულისთვის: რონალდომ ჯორჯინასთან კოცნის ფოტო აჩვენა კრიზისზე ჭორების საპასუხოდ

სლოვანმა თასი ბოლოსკენ წააგო: მიქაუტაძე საუკეთესოა – ლეგიონერები