in

სკუდეტო კი არა, ოთხეულიც რთული იქნება: სპალეტი ტოპებთან ჭიდაობას აპირებს

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ჩემპიონატის მომდევნო სეზონის შესახებ ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელიას ამ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ ნეაპოლური ამბები ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

გეხსომებათ, გასულ სეზონში სამხრეთელებმა მესამე ადგილი დაიკავეს, 79 ქულა მოაგროვეს და გაჩემპიონებულ „მილანს“ 7 ქულით ჩამორჩნენ.

„ყველა ელოდება, რომ იმავე გზით ვივლით, მაგრამ იოლი არ იქნება. ის, რომ ფანებს სკუდეტო უნდათ, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ უაღრესად რთული იქნება ოთხეულში მოხვედრაც კი. არ გვექნება სეზონის სტარტზე 9-ქულიანი უპირატესობა „იუვენტუსთან“, არც დიდი სხვაობა „რომასთან“ და „ლაციოსთან“.

მაგრამ თუ ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც გასულ სეზონში, შევძლებთ ტოპ კლუბებთან ჭიდილს.

ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ და მთელი სეზონი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვიყავით. იყო მატჩები მეტის მიღწევაც შეგვეძლო და ამას ახლაც განვიცდი“ – უთხრა ხვიჩას ახალმა მწვრთნელმა Sky Sport Italia-ს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თელაველები უცხოეთში წავიდნენ: თოლორდავა სერბეთში, ქანთარია აზერბაიჯანში

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია! გამარჯვებული 5-მეტრიანებით გამოვლინდა