“სიტიმ” ყველაზე მეტი ამონაგები მიიღო ტოპ-8 ქვეყნის ჩემპიონებს შორის.
Football Benchmark-მა, რომელიც აუდიტორული კომპანია KPMG-ის ქვეგანყოფილებაა, 2021/22 წლების სეზონში ტოპ 8 ევროპული ლიგის ჩემპიონების ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
„სიტის“ ამონაგებმა 731 მლნ ევრო შეადგინა. ინგლისური გუნდი ზედიზედ მეორე წელია ლიდერობს ამ რეიტინგში. მეორე ადგილზეა – „რეალი“, მესამე – პსჟ.
თანხა შემოსავლების სამ წყაროს ითვალისწინებს: კომერცია, ტრანსლაცია და მატჩების ჩატარება.
- „სიტი“ (731 მლნ ევრო)
- „რეალი“ (714)
- პსჟ (670)
- „ბაიერნი“ (627)
- „მილანი“ (269)
- „აიაქსი“ (189)
- „პორტო“ (144)
- „ტრაბზონსპორი“ (59)
GIPHY App Key not set. Please check settings