კაცმა რომ თქვას საგოლე პასი გააკეთა მხოლოდ და განსაკუთრებული არაფერიო. იქით ჟელინსკიმ 2 გოლს საგოლე პასი დაამატა და საოცარი პერფორმანსი გამოაცხო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია….
კვარამ ჯერ ჟელინსკის უპასა და პენალტის ეპიზოდი წამოიწყო, შემდეგ ტრენტი ისე ჩამოიტოვა, რომ ჯერაც სახტადაა “ლივერპულის” 66 ნომერი, ამას ჯო გომესთან მოგებული ფიზიკური ორთაბრძოლაც მიაყოლა და სიმეონეს კარიდან 2 მეტრში უპასა, 3:0.
იყო მომენტი, როდესაც კვარა უალისონო კარში ურტყამდა, მაგრამ აქ ვირჯილ ვან დაიკი სალი კლდესავით აღიმართა.
საოცნებო დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე! 4:1 განადგურებული “ლივერპული” და სრულიად საფეხბურთო სპექტრის ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიასკენ!
GIPHY App Key not set. Please check settings