გაბრიელ სიგუამ შვეიცარიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და „ბაზელს“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:1.
მე-13 ტურის მატჩში „ივერდონის“ წინააღმდეგ, ქართველი ნახევარმცველი განაცხადში იყო და მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის „ბაზელი“ 1:0 იგებდა, მაგრამ 73-ე წუთზე სტუმრებმა პენალტით წონასწორობა აღადგინეს.
85-ე წუთზე, 18 წლის სიგუამ თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და მახვილი კუთხიდან ეფექტური გოლი 85-ე წუთზე გაიტანა.
„ბაზელმა“ 13 ტურის შემდეგ მხოლოდ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში 8 ქულით ბოლო, მე-12 პოზიციაზეა. სიგუამ მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლია.
ქოჩორაშვილის მაგარი გოლი, ჩაკვეს ძირითადი, ბორდოს პრობლემები – ლეგიონერები
მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ 0:3 დამარცხდა „პადერბორნთან“. ბუდუ ზივზივაძემ 76-ე წუთიდან ითამაშა და 6.0 მიიღო.
სამწუხაროდ არ უთამაშია ჩვენი ნაკრების წევრებს.
სერია B-ში ქართველების გუნდები შეხვდნენ, „კრემონეზემ“ 3:0 აჯობა „სპეციას“. ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგო იყო, ივა გელაშვილი განაცხადში არ ყოფილა.
ისევ არ დააყენეს გიორგი მიქაუატაძე. ახალი მწვრთნელის ხელში „აიაქსმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, „ჰეერენვეენი“ დაამარცხა 4:1.
არ უთამაშია ოთარ კიტეიშვილსაც, ოღნდ მიზეზი ტრამვაა. მისი „შტურმი“ კი სტუმრად 1:3 დამარცხდა „ლინცერთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings