in

ქოჩორაშვილის მაგარი გოლი, ჩაკვეს ძირითადი, ბორდოს პრობლემები – ლეგიონერები

გიორგი ქოჩორაშვილმა სეზონში მეორე გოლი გაიტანა და „ლევანტეს“ შინ, „მირანდესთან“ რთულ შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:2.
ქართველი ნახევარმცველი მე-14 ტურის მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 26-ე წუთზე, როდესაც „ლევანტე“ აგებდა, ჩვენიანმა ანგარიში გაათანაბრა: ქოჩორაშვილმა ჯარიმა მოხდენილად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა.
56-ე წუთზე „ლევანტეს“ კაცი გაუგდეს, თუმცა 6 წუთში მეორეც გაიტანა.
90+3-ე წუთზე კი მასპინძლები ცხრა ფეხბურთელით დარჩნენ, „მირანდესმა“ ამით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
„ლევანტემ“ 13 ტურის შემდეგ 24 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა.

ჩემპიონშიფის მე-15 ტურში “ჰადერსფილდისა” და “უოტფორდის” მატჩი 0:0 დასრულდა.
გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ჩაკვეტაძემ თამაში ძირითადში მეორედ დაიწყო. მისი შეფასებებია: sofascore – 6.9; flashscore – 6.6; whoscored – 6.3.
„უოტფორდი“ ბოლო 5 მატჩია არ აგებს, 18 ქულით მე-16 ადგილზეა და 11
ნოემბერს „როტერჰემს“ უმასპინძლებს.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ კორსიკაზე „ბასტიას“ ესტუმრა და კიდევ ერთხელ წააგო – 1:3.
მე-13 ტურში ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 73 წუთი ითამაშა.
65-ე წუთზე დავითაშვილი კარის წინ აღმოჩნდა, წააქციეს და პენალტს ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა.
„ბორდო“, რომელიც გასულ სეზონში თითქმის გადმოსული იყო ლიგა 1-ში, ახლა 13 ტურის შემდეგ 12 ქულით გასავარდნ ზონაშია.

უკრაინის პირველობაზე მთავარი მატჩი შედგა: „შახტარმა“ კიევის „დინამოს“ 1:0 მოუგო. აზაროვი 36-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, მან 76-ე წუთიდან ითამაშა და ერთ წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.

ბოსნიაში გაიტანა გიორგი გულიაშვილმა, რომლის “ველეჟმა“ სტუმრად 4:0 აჯობა „გაბელას“. ჩვენიანმა მეორე გოლი გაიტანა, 67-ე წუთზე, ბურთი ცარიელ კარში გაგზავნა.
გულიაშვილი 77-ე წუთზე შეცვალეს. ეს მისი მეორე გოლია მიმდინარე სეზონში.

საუდის არაბეთში, საბა კვირკველიას „ალ ახდუდი“ სტურად 2:3 დამარცხდა „აბჰასთან“ და ამაში ჩვენიანის „წვლილიცაა“. კვირკველიამ 59-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ისე კი საბამ შეუცვლელად ითამაშა და 6.6 დაიმსახურა.

ავსტრიაში, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგმა“ 4:0 მოუგო „კლაგენფურტს“. ალთუნაშვილმა 84-ე წუთამდე ითამაშა და მეორე ტაიმის დასაწყისში ყვითელი ბარათი მიიღო. მისი შეფასება 6.8-ია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შავმა ლომმა ტიტულის დაცვა ესპანელებთან ბონუს-მოგებით დაიწყო

ჯონ კენედიმ ფლუმინენსეს ლიბერტადორესის თასი მოაგებინა: არგენტინა მაინც ჯობნის ბრაზილიას