in

სიგიჟე ამერიკულად: არგენტინელებს თეთრ კანზე ედავებიან

“ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტმა ერიკ დენიზ ედვარდსმა გამოკვლევა ჩაატარა, რათა გაეგო, რატომ არ არის არგენტინის ნაკრებში კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე მუქკანიანი ფეხბურთელი.

სტატიის ავტორმა არგენტინის შემადგენლობა სხვა სამხრეთამერიკულ გუნდს, ბრაზილიას შეადარა. ედვარდსს არგენტინის მოსახლეობის აღწერის ოფიციალური სტატისტიკა მოჰყავს, რომლის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენენ მუქკანიანები.

ასევე ის არგენტინის ისტორიის მიხედვით წერს, რომ მუქკანიან მონებს “საზარბაზნე ხორცად” იყენებდნენ, ხოლო ქალებს აიძულებდნენ ცოლად თეთრ მამაკაცებს გაჰყოლოდნენ. ედვარდსი არგენტინის ყოფილ პრეზიდენტებს ცივილიზაციის განვითარების მიზნით ქვეყნის “გათეთრებაში” ადანაშაულებს.

ავტორი არგენტინის “არათეთრი” მოსახლეობის ოთხ კატეგორიას გამოჰყოფს,

რომლებიც ნაკრებშიც არიან წარმოდგენილი: კრიოლო, მოროჩო, პარდო და ტრიგენიო. კერძოდ, ის ლეგენდარულ ფეხბურთელ მარადონას მოროჩოს წარმომადგენლად მიიჩნევს.

ედვარდსი ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი და წიგნის ავტორია – “დამალვა ყველას თვალწინ: შავკანიანი ქალები, კანონი და არგენტინის თეთრი რესპუბლიკის შექმნა”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საფეხბურთო პარადოქსი: FOURFOURTWO-მ ლუკა მოდრიჩი 79-ე ადგილზე გაიყვანა

ჯერ ისევ მესი: საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტები