ხმამაღალი სენსაცია ევრობასკეტზე, რომელიც თბილისში დაფიქსირდა. ევრობასკეტი 2022-ის მესამე ტურის შეხვედრაში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და 73:83 მარცხი განიცადა.
მატჩი ბელგიელებმა უკეთ დაიწყეს და თავიდან ენერგიულად გამოიყურებოდნენ. 4 დღეში 3 მატჩის გამართვა ნამდვილად ძალიან რთულია. ბელგიელებმა პირველი პერიოდიც მოიგეს 15:11. მეორე პერიოდში ესპანელებმა ბელგიელებს გადაურბინეს, მაგრამ ბოლოსკენ ბელგიამ მაინც მოახერხა თამაშის დაქაჩვა. მეორე ტაიმიც იგივე სცენარით მიდიოდა, ქულა-ქულაში. ორივე გუნდი ბევრ სამქულიანს ისროდა და საკმაოდ კარგადაც.
ბელგიელთა პერიმეტრიდან სროლებმა შედეგი გამოიღო და მოახერხეს სენსაციური გამარჯვების მოპოვება. ბელგიელებისთვის ეს მეორე გამარჯვებაა, რამაც საქართველოს ნაკრებს საქმე კიდევ უფრო გაურთულა. ასევე, ამით ჯგუფში სიტუაცია ძალიან აირია. შესაძლოა, მესამე ტურის შემდეგ 4 გუნდს: ესპანეთს, მონტენეგროს, ბელგიას და თურქეთს 2-2 გამარჯვება ჰქონდეთ.
ბელგიელთაგან საუკეთესო ემანუელ ლეკომტე იყო, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტი მიითვალა. ესპანელთაგან 18 ქულა ჰქონდა ვილი ერნანგომესს.
GIPHY App Key not set. Please check settings