in ,

მინდა მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში: ხვიჩამ ქართველ ემიგრანტებს მიმართა

ხვიჩა კვარაცხელიამ სოცქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მადლობა უთხრა ქართველ ემიგრანტებს თბილი სიტყვებისა და კომენტარებისთვის.
აი რას წერს ხვიჩა:

მოგესალმებით, ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას. ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობის კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს. ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა! მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ, მინდა რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში – ხვიჩა კვარაცხელია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არის 8 და არის მსოფლიო: საქართველომ ნიდერლანდებს მოუგო და ევროპის 8 საუკეთესო გუნდშია

სენსაცია თბილისში: ბელგიამ ესპანეთს მოუგო – საქართველოს საქმე გართულდა