ესეც ასე. გიორგი მამარდაშვილის მორიგი აღიარება. საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” 21 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა.
მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარე მიმდინარე სეზონში მეორედ გახდა. გიორგი საუკეთესო პირველი ტურის საუკეთესოდ დასახელდა, როდესაც “ღამურებმა” “ხეტაფე” 1:0 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში ხოსე ბორდალასის გუნდმა ბილბაოს “ატლეტიკი” 1:0 დაამარცხა. გიორგიმ მატჩი 5 სეივით დაასრულა და მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი-king of the match.
GIPHY App Key not set. Please check settings