CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა მიმდინარე სია გამოაქვეყნა InStat-ზე დაყრდნობით. სიაში 5 000-ზე მეტი ფეხბურთელია. ევროპის კონტინენტზე CIES-მა 30 მოწინავე ჩემპიონატის მონაცემები შეისწავლა. ამ სიაში მოსახვედრად ფეხბურთელს ახალ სეზონში, სულ მცირე, 450 წუთი უნდა ჰქონდეს ნათამაშები. სამწუხაროდ, ეროვნული ლიგა CIES-ის სიაში ვერ მოხვდა.
მიმდინარე სეზონში InStat-ის მიხედვით, საუკეთესო ფეხბურთელი ლივერპულის ეგვიპტელი სუპერვარსკვლავი მოჰამედ სალაჰია – 401 ქულა. მას ძალიან მცირედით ჩამორჩება დორტმუნდის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი. მოულოდნელად, მესამე ადგილზე მანჩესტერ სიტის ესპანელი ლეგიონერი როდრი ერნანდესია – 390. როდრიმ 10 ქულით აჯობა ბაიერნის პოლონელ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის.
სალაჰმა ამ სეზონში პრემიერლიგაში 7 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 2 მატჩში – 3 გოლი გაიტანა. ჰაალანდმა ბუნდესლიგაში 7 თამაშში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, 1 გოლი ლიგაზე გაიტანა, 3 კი გერმანიის თასზე.
ათეულში (სულ 11 ფეხბურთელი) 8 ინგლისური კლუბებიდანაა, 2 გერმანული და 1 ნიდერლანდური.
ძალიან დაბალი შეფასება აქვს ლიონელ მესის (პსჟ), ხოლო კრიშტიანო რონალდო სიაში საერთოდ არ არის, რადგან პორტუგალიელს პრემიერლიგაში ჯერ 450 წუთი არ უთამაშია.
ქართველები CIES-ის სიაში
CIES-ის საუკეთესოთა სიაში ქართველი ლეგიონერებიც არიან. 283 ქულა აქვს ოთარ კიტეიშვილს. სანამ მძიმე ტრავმას მიიღებდა, გრაცის შტურმის ნახევარმცველს ავსტრიის ბუნდესლიგაში 8 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასი ჰქონდა, 1 გოლი მან ავსტრიის თასზე გაიტანა. ოთარი ობსერვატორიის სიაში 413-ე პოზიციაზეა.
ხუთასეულში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია – დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი) – 280 ქულით ის 481-ე პოზიციაზეა.
ხვიჩა კვარაცხელიას (რუბინი) 274 ქულა აქვს, რუბინის შემტევს რუსეთის პრემიერ-ლიგაში 1 გოლი და 1 ასისტი აქვს. კვარაცხელია სიაში 620-ე პოზიციაზეა. გიორგი მამარდაშვილს (ვალენსია) 259 ქულა აქვს – 1249-ე ადგილი. მართალია, ამ სეზონში კარგად თამაშობენ საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე, მაგრამ მათ საკმარისი დრო არ აქვთ მოედანზე გატარებული, რომ სიაში მოხვდნენ.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები. TOP 10. CIES
ქართველები სიაში
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 401
- ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი) – 400
- როდრი ერნანდესი (მანჩესტერ სიტი) – 390
- რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 380
- ჟოაო კანსელო (მანჩესტერ სიტი) – 378
- ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი) – 374
- მარკოს ალონსო (ჩელსი) – 372
- ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი (ლივერპული) – 370
- ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი) – 368
- ანდრეას კრისტენსენი (ჩელსი) – 362
… ლისანდრო მარტინესი (აიაქსი) – 362
- ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) – 283
- დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენია) – 280
- ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი) – 274
- გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 259
- ზურიკო დავითაშვილი (არსენალი ტ.) – 243
- გურამ კაშია (სლოვანი) – 238
- ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგერი) – 233
- გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი) – 231
- ლევან არველაძე (დესნა) – 222
popsport.com
GIPHY App Key not set. Please check settings