„სევილიამ“ ევროპა ლიგა მეშვიდედ მოიგო და საკუთარი რეკორდი განაახლა. გუშინდლამდე ესპანურ კლუბს ტურნირი (უეფას თასის ჩათვლით) მოგებული ჰქონდა 2006, 2007, 2014, 2015, 2016 და 2020 წლებში. ფინალი კი არასოდეს წაუგია.
უახლოეს მდევრებს 3 ტიტული აქვთ – „ინტერს“, „ლივერპულს“, „იუვენტუსს“ და „ატლეტიკოს“.
„სევილია“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს „ბარსელონასთან“, „რეალთან“, „ატლეტიკოსთან“ და „სოსიედადთან“ ერთად.
სევილია ევროპა ლიგის მეფეა: მისმა მაგიამ ჟოზეს მაგიას აჯობა – 7-დან 7
„სევილიამ“ მე-8 ევროთასი მოიგო. 7 ევროპა ლიგის გარდა ანდალუსიელებს აქვთ ერთი უეფას სუპერთასიც.
საინტერესოა, რომ საშინაო არენაზე „სევილიას“ მხოლოდ 7 ტიტული აქვს. ერთი ჩემპიონობა, 5 ქვეყნის თასი და 1 ქვეყნის სუპერთასი.
ესპანურმა კლუბებმა 18 ევროთასის ფინალი მოუგეს ზედიზედ სხვა ქვეყნის გუნდებს. ბოლო წაგება 2001 წელს ჰქონდათ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ვალენსიამ“ პენალტებით დაუთმო „ბაიერნს“.
ესპანეთმა ევროპა ლიგა/უეფას თასი 14-ჯერ მოიგო. ინგლისს და იტალის 9 გამარჯვება აქვთ, გერმანიას – 7.
ესპანური კლუბებიდან ეს თასი 3-ჯერ აქვს მოგებული „ატლეტიკოს“, 2-ჯერ „რეალს“, თითოჯერ – „ვალენსიას“ და „ვილიარეალს“.
ჟოზე მოურინიომ პირველად წააგო ევროთასების ფინალი.
ეს მის მე-6 ევროფინალი იყო.
მანამდე მის გუნდებს მოუგიათ უეფას თასი და ჩემპიონთა ლიგა „პორტოსთან“, ჩემპიონთა ლიგა „ინტერთან“, ევროპა ლიგა „მანჩესტერთან“ და კონფერენს ლიგა „რომასთან“.
მოურინიო იმდენად იყო გაწბილებული წაგებით, რომ გასახდელში წასვლის წინ მიღებული მედალი მოიშორა. მან ჯილდო გუნდის დაჯილდოვებამდე მიიღო, რის შემდეგ ტრიბუნასთან მივიდა და გულშემატკივარს ესროლა.
GIPHY App Key not set. Please check settings