in

საშინელება ბრიუსელში: ტერორისტმა ორი შვედი გულშემატკივარი ჩაცხრილა

ბრიუსელში ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩი ბელგიასა და შვედეთს შორის შესვენებაზე შეწყვიტეს. მიზეზი ტერორისტული აქტია, რომელიც ბელგიის დედაქალაქში მოხდა და მას შვედეთის ნაკრების ორი გულშემატკივარი ემსხვერპლა, კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა (მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება).

ინციდენტი მატჩის დაწყებამდე დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე მოხდა, სტადიონიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით. ორივე მოკლული შვედი გულშემატკივარია, მათ ეროვნული ნაკრების მაისურები ეცვათ.

თავდამსხმელმა ესროლა ავტომობილს, რომელშიც დაღუპულები ისხდნენ, შემდეგ შენობაში შევიდა და იქაც ისროლა. დამნაშავეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი AK-47 ჰქონდა.
ბოროტმოქმედი არაბულად ყვიროდა სიტვას – „ალაჰი“. მან მიმალვა მოახერხა.
დამნაშავე ოპერატიულად ვერ დააკავეს, ამიტომაც უმალ გამოცხადდა საფრთხის მეოთხე დონე და განსაკუთრებული რეჟიმი შემოიღეს.

შეხვედრა შესვენებაზე შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც პოლიციამ გუნდებთან მოითათბირა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გულშემატკივრები ტრიბუნებზე დაეტოვებინა, სანამ ქალაქში სიტუაცია სრულად არ დაექვამდებარებოდა კონტროლს. იმ მომენტში სტადიონი ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიიჩნიეს, განსაკუთრებით 700 შვედი გულშემატკივრისთვის.

მაყურებელმა ტრიბუნებზე არ იცოდა მომხდარის შესახებ და უკვირდათ, რატომ არ გამოდიოდნენ გუნდები მეორე ტაიმზე.

ხალხის ევაკუაცია ადგილობრივი დროით შუაღამეს დაიწყო, მატჩის შეჩერებიდან დაახლოებით ორ საათში.

შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა იანე ანდერსონმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ შესვენებაზე შეიტყვეს და ორივე გუნდმა თამაშის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

მკვლელი არის ტუნისელი ლასუედ აბდესლამია (ფსევდონიმი Slayem Slouma), რომელმაც ბელგიაში თავშესაფარი მოითხოვა.
მან მკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა და აღიარა, რომ მოკლა სამი შვედი და დაამატა, რომ ისლამური სახელმწიფოს წევრია.

მან ასევე განაცხადა, რომ მუსულმანების გამო იძია შური, შვედებზე ყურანის დაწვის გამო. დანაშაულის ჩადენის მომენტში მას მუშის ნარინჯისფერი კოსტუმი ეცვა.

მკვლელმა ასევე განაცხადა, რომ მოკლა „არა მართლები“.
მანამდე სლაიემმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აშშ-ში 6 წლის მოკლული პალესტინელი ბავშვი ახსენა. ბიჭუნა სახლის მეპატრონემ აჩეხა.
მოგვიანებით დამნაშავემ პოლიციას უთხრა, რომ მკვლელობა ჩაიდინა ჰამასსა და ისრაელს შორის კონფლიქტის გამო.

ბრიუსელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო საფრანგეთმა ბელგიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: მეტი სტილი – პსჟ ლეგენდარულ Dior-ს განაგრძობს

რონალდომ ერთ წელიწადში 40 გოლი 12-ჯერ გაიტანა: ის წლის ბომბარდირია