in

საქართველო მსოფლიოსთვის დაირაზმა: ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 33 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან.

შემადგენლობაში 19 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი არჩევანთან დაკავშირებით ამბობს:

„თავიდანვე ვთქვი, რომ ეს იყო მოსამზადებელი და არა სასელექციო შეკრება, რის გამოც ძალიან ცოტა კითხვის ნიშანი გვქონდა. არჩევანი იყო გასაკეთებელი მესამე ხაზში. ასევე უნდა გადაგვეწყვიტა 19 ფორვარდით და 14 ბექით წავიდოდით მსოფლიოზე თუ არჩევანს 18/15-ზე გავაკეთებდით. საბოლოოდ 19 ფორვარდი შევარჩიეთ, რადგან მესამე ხაზში ტრავმების გამო ლიმიტირებული მოთამაშეები გვყავს. ამ მორაგბეებს დიდი ხანია ვაკვირდებით, მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო 33 შეირჩა“.

რაზმში 15 მორაგბე ‘შავი ლომიდანაა’ 18 კი ლეგიონერია. მოსამზადებელ ეტაპზე დაშავდა და საფრანგეთში ვერ ითამაშებს კვაჭი გიორგი ჭყოიძე.

15 გამოცდილი
შემადგენლობაში 15 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც მსოფლიო თასზე აქამდეც უთამაშიათ. ლაშა ხმალაძე და სანდრო თოდუა რაგბის უმაღლეს ფორუმზე მეოთხედ ითამაშებენ. თავის მესამე მსოფლიო თასზე მიემგზავრებიან მერაბ შარიქაძე, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და კოტე მიქაუტაძე. მეორე მსოფლიო თასს ითამაშებენ მირიან მოდებაძე, გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, გელა აფრასიძე, გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი, ბექა გორგაძე და ბექა საღინაძე.

საფრანგეთში მარცხენა ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი, გურამ გოგიჩაშვილი და ნიკა აბულაძე იქნებიან, ხოლო მარჯვენა ბურჯებად ბექა გიგაშვილს, გურამ პაპიძეს და ლუკა ჯაფარიძეს ვიხილავთ. კვაჭის პოზიციაზე შემადგენლობაში შალვა მამუკაშვილი, ლუკა ნიორაძე და თენგიზ ზამთარაძე დარჩნენ. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი და ლადო ჩაჩანიძე, ხოლო მესამე ხაზში ბექა საღინაძე, ბექა გორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, თორნიკე ჯალაღონია, მიხეილ გაჩეჩილაძე და ლუკა ივანიშვილი ითამაშებენ.

9-10 ნომერზე ვასილ ლობჟანიძეს, გელა აფრასიძეს, თენგიზ პერანიძეს, თედო აბჟანდაძეს და ლუკა მატკავას, ხაზში კი გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს, თორნიკე კახოიძეს, დემურ თაფლაძეს, გიორგი კვესელაძეს, აკაკი ტაბუცაძეს, ალექსანდრე თოდუას, მირიან მოდებაძეს, დავით ნინიაშვილს და ლაშა ხმალაძეს ვიხილავთ.

მოსამზადებელი ეტაპი
მოსამზადებელ ეტაპზე ბორჯღალოსნებმა სამი გასახურებელი თამაში გამართეს. თბილისში რუმინეთისა (56-6) და აშშ-ს (22-7) სარეკორდო სხვაობით დამარცხებების შემდეგ, „მარიფილდზე“ შოტლანდიას ტაიმი 6-0 მოვუგეთ, თუმცა საბოლოოდ მეტოქემ 33-6 გაიმარჯვა.

„მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ვისურვებდი, რომ 4 გასახურებელი თამაში გვქონოდა, ან ორი შეხვედრა ტიერ1-ის გუნდებთან, მაგრამ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშემ გასახურებელ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ. 1 სექტემბერს ერთობლივი ვარჯიში გვექნება ტონგასთან, რის შემდეგაც სრულად გადავერთვებით ავსტრალიისთვის მზადებაზე“ – აღნიშნა მაისაშვილმა და „მარიფილდზე“ გამართული ბოლო ტესტ-მატჩი შეაფასა:

„წელს შოტლანდია მზარდი და პროგრესირებადი გუნდია, რომელიც დაბალანსებულ, სწრაფ და ჭკვიანურ რაგბის თამაშობს. სამწუხაროდ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, არ გვქონდა ბურთის ფლობა, რაც შედეგზე აისახა. მეტოქემ კარგად წაიკითხა ჩვენი დერეფანი და 5 მოწოდება დავკარგეთ. ჩვენ მათთან პირველ ტაიმში ვითამაშეთ როგორც ტიერ1-ის გუნდმა, რაც მეორე ტაიმში აღარ გამოგვივიდა. ამ შეხვედრის ანალიზი მსოფლიო თასის წინ აუცილებლად დაგვეხმარება“.

2023 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებენ
შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ბეიონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ გამოვიდა: საქართველომ დონჩიჩ-სლოვენიასთან წააგო

უნდა მოვიგოთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი