in

საქართველოს პარალიმპიელთა ნაკრები ტოკიოში გაემგზავრა: ქართული დელეგაციის მედროშე ირმა ხეცურიანი იქნება

დღეს, გამთენიისას, საქართველოს პარალიმპიური ნაკრები ტოკიოში გაემგზავრა, სადაც 2020 წლის პარალიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობს. ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველო 14 სპორტსმენით, სპორტის 6 სახეობაში (ეტლით ფარიკაობა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი, პარაცურვა, პარასროლა, პარაძალოსნობა) იქნება წარმოდგენილი.

ტურნირის დაწყებამდე ქართველი სპორტსმენები ბოლო მოსამზადებელ ეტაპს ტოკუშიმაში გაივლიან.

პარალიმპიური თამაშები ტოკიოში 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება. გეტყვით იმასაც, რომ გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშე ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი იქნება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლა ლიგის პირველ ტურში ვალენსიას კარში მამარდაშვილი იქნება

ბეჟანიშვილის 4 წუთი და 2 მოხსნა ბოსტონთან