in ,

საქართველოს ნაკრებმა ფოთის სტადიონზე პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უახლოესი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა ფოთის “ფაზისის” სტადიონზე ივარჯიშა და საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

გუნდს 31 აგვისტოს შეუერთდებიან გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, გურამ გიორბელიძე, გიორგი აბურჯანია, ჯაბა კანკავა, გიორგი ჩაკვეტაძე ოთარ კიტეიშვილი და გიორგი მიქაუტაძე, ხოლო 1-ელ სექტემბერს – ვაკო ყაზაიშვილი.

საქართველოს ნაკრებმა შეკრების პირველ დღეს ასეთი შემადგენლობით ივარჯიშა.

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი, საქართველო).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი, საქართველო).

ნახევარმცველები: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი, საქართველო), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი).

B ჯგუფში საქართველოს ნაკრებს სამ თამაშში მხოლოდ 1 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს (3 მატჩი, 7 ქულა), მეორეზე შვედეთია (2 მატჩი, 6 ქულა), მესამეზე კი – საბერძნეთი (2 მატჩი, 2 ქულა). ჯგუფში ბოლო ადგილს კოსოვო (2 მატჩი, 0 ქულა) იკავებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive:გიორგი მამარდაშვილი: ვეცადე ემოციებს არ ავყოლოდი და მხოლოდ თამაშზე მეფიქრა-ხეტაფესთან მატჩის შემდეგ, ძალიან დაღლილი, მაგრამ საოცრად ნასიამოვნები ვიყავი

ნიკა ნინუა ქეცბაიას ანორთოსისში ითამაშებს