საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო მატჩი გამართა და ქალაქ კეჩკემეტში უნგრეთთან 88:89 დამარცხდა.
წავაგეთ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს – 88:89 უნგრეთთან
მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა აღნიშნა:
„კარგი იყო, რომ გიორგი ცინცაძემ დაახლოებით 23 წუთი ითამაშა. ტრავმის შემდეგ იგი ნაკრებს დაუბრუნდა და ფორმასაც იბრუნებს. ცუდად ვითამაშეთ დაცვაში, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. ბევრი მოხსნა დავთმეთ, ერთი-ერთზე დაცვითაც უკმაყოფილო ვარ. თუმცა ევრობასკეტამდე დრო გვაქვს და პოზიტივი უნდა შევინარჩუნოთ“.
დუდა სანაძე:
„ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი იყო დაგვენახა ჩვენი მინუსები. დავინახეთ კიდეც და ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ოფიციალურ მატჩებამდე გამოვასწოროთ“.
მანუჩარ მარკოიშვილი (ილიას ზუროსის ასისტენტი):
„პირველი მატჩი იყო საზაფხულო შესვენების შემდეგ და ამის კვალობაზე უკმაყოფილოები არ ვართ. მთავარი იყო დაგვენახა ჩვენი პრობლემები. ამ მატჩმა ნათლად დაგვანახა და ვიცით რა გზით ვიაროთ მაღალ მიზნებს რომ მივაღწიოთ.“
GIPHY App Key not set. Please check settings